მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
08-10-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგებს თინა ღვანიძეს, მთვარისა ბესელიას, ია ცხადაძესა და ლალი ხვედელიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. ანა ლეონიძემ კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს ამ წარმატებას ულოცავს და პედაგოგიურ საქმიანობაში წინსვლას უსურვებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“