მარნეულის N2 საჯარო სკოლაში გიორგი ჭაუჭიძეს ზეიმით დახვდნენ
08-10-2019
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს, გიორგი ჭაუჭიძეს, ზეიმით დახვდნენ.
მოსწავლეები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, ბუშტები გაბერეს და მასწავლებელს საპატიო დერეფანი მოუწყეს.
„08:30 ზე დაირეკა ზარი. გიორგი ჩვეული პუნქტუალურობით გაემართა საკლასო ოთახისკენ. ამ დროს შვებულებაში გასული დირექტორი კაბინეტში იმალებოდა. მთავარი ამბავი ამის შემდეგ დაიწყო. 15 წუთში გაიშალა დროშები, დაიბერა ბუშტები, მომზადდა საპატიო დერეფანი, პატარებმა მოიტანეს ყვავილები. 08:45 წუთზე დაირეკა მოულოდნელი ზარი“,- ყვება სკოლის წარმომადგენელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ განხორციელდა.
კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203