საგვაზავოს საჯარო სკოლაში პროექტის -„აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ პრეზენტაცია გაიმართა
08-10-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის საგვაზავოს საჯარო სკოლაში მინი პროექტის - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ პრეზენტაცია ჩატარდა.
პროექტში ჩოხოსანთა კლუბი „დიდგორი“ და V, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პორტფოლიო -„ჩემი გმირი“, დაწერეს ესეები თემაზე -„ ჩემი აფხაზეთი“.
27 სექტემბერს პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც ნახეს კადრები „ძველი და ახალი აფხაზეთი“. მოსწავლეები ლექსებით და სიმღერებით მოეფერნენ აფხაზეთს და კეთილი სურვილები გაუგზავნეს მათ აფხაზ თანატოლებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“