მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე ორიგინალურად მიულოცეს
08-10-2019
გორის მუნიციპალიტეტის, მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე ორიგინალურად მიულოცეს.

აღსაზრდელებმა სკოლის დერეფანში შესულ პედაგოგებს ბუშტები და ფოიერვერკი დაახვედრეს. 

მოსწავლეებმა ვიდეო პრეზენტაციაც წარმოადგინეს, სადაც, საყვარელი პედაგოგების ფოტოები იყო ნაჩვენები.

ღონისძიებაზე სიტყვით როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეები გამოვიდნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებს პატივისცემის ნიშნად ქორეოგრაფიული ნომრებიც შეუსრულეს.

მასწავლებლები საყვარელი მოსწავლეების ორიგინალურმა მილოცვამ ძალიან გაახალისა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...