ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის დღეს სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნეს
08-10-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა პედაგოგებს სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ვარსკვლავი გაუხსნეს.

„ეს ლამაზი დღესასწაული, მასწავლებლის დღე, პედაგოგებს სამოქალაქო კლუბ „ქიაჩის“ წევრებმა ორიგინალურად მოგვილოცეს.

მოსწავლეებმა მასწავლებლებს ბუშტებით მორთულ კიბის საფეხურებზე ყვავილები დაგვიფინეს, სამასწავლებლოსკენ მიმავალ გზაზე და კარებთან  ხალიჩაზე სიმბოლური ვარსკვლავიც გაგვიხსნეს. ეს ამ დღის ულამაზესი დასაწყისი იყო.

ზეიმის გაგრძელება კალიგრაფიისა  და მხატვრული კითხვის კონკურსები იყო. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203