მუხურჩის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი -„შეამცირე გარემოს დაბინძურება“ განხორციელდა
08-10-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის მუხურჩის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „შეამცირე გარემოს დაბინძურება“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მისი შემოგარენი დაასუფთავეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთნენ, დღემ ძალიან კარგად ჩაიარა და ისინი შედეგით კმაყოფილები დარჩნენ.
პროექტის ფარგლებში ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებზე, გარემოში არსებული ბუნებრივი რესურსების არასწორ მოხმარებაზე, თუ როგორ უქმნის საშიშროებას დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობას და ა. შ. განიხილეს რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგი დაბინძურებისგან დაცვა.
მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე „შეამცირე გარემოს დაბინძურება“, ასევე ცნობიერების ამაღლებაზე, გარემოს დაცვისა და ნარჩენების გადამუშავების თემაზე.
პროექტს სკოლის პედაგოგი ნათია ლაბარტყავა ხელმძღვანელობდა. იგი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203