მუხურის თემის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
08-10-2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ღვაწლმოსილი პედაგოგები გააცილეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, თაობათა აღმზრდელ პედაგოგებს მიწვეულმა სტუმრებმა, მოსწავლეებმა, კოლეგებმა ბევრი თბილი სიტყვა, ლექსი, სიმღერა და თაიგული მიუძღვნეს.

ლიტერატურული კომპოზიცია მადონა ლუკავამ მოამზადა, ხოლო მუსიკალურ ნომრებზე სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა იზრუნა, რომლის ხელმძღვანელები ნატა გახარია და  გიორგი კაჭარავა არიან.

„იმავე დღეს, სკოლის დირექციის თაოსნობით, სკოლის უხუცესთა (მრჩეველთა საბჭო) შეიქმნა. საოცარი საღამო შედგა. გულწრფელი, ემოციებით დატვირთული, სწორედ ისეთი, ჩვენს ძვირფას პედაგოგებს რომ ეკადრებოდათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...