
რუისპირის სკოლაში ჟორა ბურდულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩი ჩატარდა.
მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის ჯიმშერ ძამუკაშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის და გამარჯვებისათვის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ჟორა ბურდულის შვილი გიორგი ბურდული. მატჩს მსაჯობდა ჟორა ბურდულის მიერ აღზრდილი, ამჟამად სპორტული სკოლის პედაგოგი, ვეფხია ტარუღაშვილი.
სოფელ რუისპირის მკვიდრი ჟორა ბურდული, მე-20 საუკუნის 70-იანი წლებში თელავის ''კახეთის'' ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი იყო.