ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ
08-10-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ.
მეგი ჩუბინიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე ჩააბარა და70%-იანი გრანტი აიღო, ხოლო ბექა ხერხაძემ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩააბარა და 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
„სკოლა მოხარულია, რომ მისმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა მოსწავლეებმა წარმატებებს მიაღწიეს და სტუდენტები გახდნენ! საუკეთესო სტუდენტურ წლებსა და პროფესიული კარიერის აწყობას ვუსურვებთ ორივე მათგანს! გვეამაყება და გვეიმედება ასეთი მოსწავლეების აღზრდა!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203