თბილისის N54 საჯარო სკოლის ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართება
08-10-2019

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით ინტერნაციონალურ დარბაზში 15:00 საათზე ჩატარდება.

კონფერენციის ფარგლებში, პრეზენტაციებს გამართავენ თბილისის N54 საჯარო სკოლის, ესტონეთის ტალინის მაჰტრას ძირითადი სკოლისა და ლატვიის ჯაუნპილსის საშუალო სკოლის მასწავლებლები თემაზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“.

თბილისის N54 საჯარო სკოლის მხრიდან წარმოდგენილი იქნება სწავლების აპრობირებული და ინოვაციური მეთოდები, მათ შორის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...