დიაკონიძეების საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად ფლეშმობი - „არა თამბაქოს“ გამართა
08-10-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის, დიაკონიძეების საჯარო სკოლის  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, მონიკა ჩოგაძემ მოსწავლეებთან ერთად მინი ფლეშმობი - „არა თამბაქოს“ გამართა.

შემდეგ კი მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად სკოლის დერეფანში წარწერა - „არა თამბაქოს“ გამოაკრეს.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა წარმოადგენს. ამასთანავე, კამონის „ზოგადი განათლების შესახებ“ თანახმად, სკოლა ვალდებულია სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას, რაც თავის მხვრივ თამბაქოს კონტროლსაც ითვალისწინებს.

საქართველოს კანონი კონკრეტულ ვალდებულებებს განსაზღვრავს, რომლის დაცვა განსაკუთრებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არის მნიშვნელოვანი.

სკოლა ვალდებულია, შენობა- ნაგებობაში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით შეიმუშავოს წესები”,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...