ბაკურიანის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „დაიმკვიდრე თავი საზოგადოებაში“ გაიმართა
08-10-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბაკურიანის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „დაიმკვიდრე თავი საზოგადოებაში“ გაიმართა.

შეხვედრა ქართველი და პოლონელი უსინათლოების ორგანიზებით შედგა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მე-7 მე-7-8 კლასის მოსწავლეები და სკოლის  სპეციალური მასწავლებელი.

სტუმრებმა ისაუბრეს უსინათლო ადამიანების საჭიროებებზე და, მოსწავლეებთან ერთად, განახორციელეს საჭირო აქტივობები, რომელიც მცირემხედველობისა და უსინათლო ადამიანებს ეხმარება, რათა თავი დაიმკიდრონ საზოგადოებაში.

აღნიშნულ  აქტივობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და ერთხმად აღიარეს, რომ ყველას სჭირდება თანადგომა და ხელშეწყობა, რათა საზოგადოებაში თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...