ველევის საჯარო სკოლაში თემაზე - „აფხაზეთი ჩემი“ შექმნილი პოსტერები გამოფინეს
08-10-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლება აღნიშნეს და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ისტორიის მასწავლებელ თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა თემაზე -„აფხაზეთი ჩემი“ პოსტერები მოამზადეს და დერეფანში დაღუპული მამულიშვილების სურათების გვერდით გამოფინეს.

„პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ჯვართამაღლებაც აღნიშნეს და დედასამშობლოდან დროებით მოწყვეტილ აფხაზეთზეც ისაუბრეს, პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. ეს დღე ყოველთვის ძალიან ტკივილიანია ჩვენთვის. ამ ომმა ჩვენი მეზობლებიც შეიწირა: დათო კირვალიძე და დათო კობახიძე. ჩვენთვის ისინი მოუშუშებელი იარა და დედების მედალიონში ჩატეული ბიჭები არიან, ამიტომ ორმაგად გვტკივა აფხაზეთი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მერვე კლასის მოსწავლემ, ანი არდიამ, აფხაზეთის თემაზე ესე დაწერა. მისი ხელმძღვანელი მასწავლებელი ეკატერინე ჭიჭინაძეა.

იხილეთ ესე და ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...