დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
08-10-2019
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის, რუსუდან კორკოტაშვილის ხელმძღვანელობით ექსკურსია გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მე-7 კლასის მოსწავლეები საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა ანანური და ბაზალეთის ტბაც მოინახულეს.

მოსწავლეებმა ნავით გაისეირნეს, ფოტოები გადაიღეს და ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...