ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტული ღონისძიება აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას მიუძღვნეს
08-10-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები, 27 სექტემბერს, შიდასასკოლო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
სპორტული ღონისძიება მოსწავლეებმა ევროპის სპორტის კვირეულსა და აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას მიუძღვნეს.
„საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის 27 სექტემბერი არის სოხუმის დაცემის დღე. სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს. ამის შემდგომ მოეწყო სპორტული აქტივობები მძლეოსნობაში. რის შემდეგაც გაგრძელდა სხვადასხვა ნომრისგან შემდგარი ე.წ. „მხიარული სტარტები“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის 109 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღედ 27 სექტემბერი დაწესდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“