ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ნადირაძემ გზამკვლევების კონკურსში წარმატება მოიპოვა
07-10-2019
ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ნადირაძემ გზამკვლევების კონკურსში - „მინდა გაგაცნო საქართველო“ წარმატება მოიპოვა.
გიორგი ნადირაძე ნომინაციაში - „ორიგინალური იდეა“ დაჯილდოვდა.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, საქართველოსა და ევროპას შორის საგანმანათლებლო-კულტურული პროექტების ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ დააჯილდოვეს, რომელთაც სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადასცეს.
კონკურსის - „მინდა გაგაცნო საქართველო“ მონაწილე მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში ბლოგების სახით საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის გზამკვლევები შექმნეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“