ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ
07-10-2019

გორის მუნიციპალიტეტის ქვემო სობისის  საჯარო სკოლამ სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა.

უკვე 8 წელია, სკოლაში არსებობს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის, თამარ ბერიძის ხელმძღვანელობით, სადაც მოსწავლეები არაერთ ცდას ატარებენ.

პროქტის ფარგლებში მოსწავლეები საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებენ და ყოველწლიურად მონაწილეობენ „ილიაუნის“ სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც ვაკის პარკში იმართება.

ქვემო სობისის საჯარო სკოლამ ვიზიტორებს წელსაც არაერთი საინტერესო ცდა უჩვენა და მათი აღფრთოვანებაც შეძლო.

მოსწავლეებმა ახსნეს ექსპერიმენტის არსი და განმარტეს უსაფრთხოების  ნორმები, რაც საჭიროა, ამ ექსპერიმენტის ჩატარებისას დავიცვათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...