ქუთაისის N33 საჯარო სკოლამ პენსიონერ პედაგოგებს ვარსკვლავები გაუხსნა
07-10-2019

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N33 საჯარო  სკოლაში დამსახურებული პედაგოგები და საპენსიო ასაკს მიღწეული ის პრაქტიკოსი მასწავლებლები მიიწვიეს, რომლებმაც სახელმწიფოსაგან ფულადი ჯილდო უკვე მიიღეს.

ამავე დღეს, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასების მიზნით, სკოლაში მათი სახელობის ვარსკლავები გაიხსნა.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...