შუქრუთის N1 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
07-10-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, შუქრუთის N 1 საჯარო სკოლაში  ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარე  სასწავლო წელს სკოლა 6 დამსახურებულ პედაგოგს: თალიკო ნეფარიძეს, სულიკო მაჭარაშვილს, მარგალიტა დარბაიძეს, ნათელა ტაბატაძეს, გივი ნეფარიძე, ალეკო აბშიძეს დაემშვიდობა.

„პედაგოგები წარდგენილი იყვნენ საპენსიო ჯილდოზე. მათ გაცილებასთან დაკავშირებით სკოლაში  ზეიმი გაიმართა, რომელშიც  როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები მონაწილეობდნენ. ღონისძიიებაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვები მასწავლებლებმა წარმოთქვეს. ზეიმი მეტად საინტერესოდ წარიმართა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...