შუქრუთის N1 საჯარო სკოლა გიორგი ჭაუჭიძეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოპოვებას ულოცავს
07-10-2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შუქრუთის N1 საჯარო სკოლა გიორგი ჭაუჭიძეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოპოვებას ულოცავს.
„შუქრუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს გიორგი ჯუმბერის ძე ჭაუჭიძეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მინიჭებას და მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ის ჩვენი თანასოფლელია.სწორედ შუქრუთის საჯარო სკოლის კედლებში აიდგა მან ფეხი, როგორც პედაგოგმა. ვუსურვებთ მას წინსვლას და წარმატებებს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ განხორციელდა.
კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203