ღრელის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
07-10-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ღრელის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული დღე სკოლის თითოეულ მასწავლებელს მიულოცეს. ღონისძიებას ორგანიზება ნათია ღვინიაშვილმა გაუწია. 

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ულამაზესი ლექსები, სიმღერები და ცეკვები. მასწავლებლებმა გაიხსენეს  პირველი ჩატარებული გაკვეთილი თანხმლები ემოციით. პედაგოგებმა ასევე ერთმანეთს მიულოცეს პროფესიული დღე. ღონისძიების ორგანიზატორმა ნათია ღვინიაშვილმა და მოსწავლეებმა პედაგოგები ყვავილებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელს ნათია ღვინიაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ჩატარებისა და ორგანიზებისათვის და უსურვებს სრულიად საქართველოს მასწავლებლებს ჯანმრთელობასა და პროფესიულ წინსვლას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203