დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლას 5 წამყვანი და 5 უფროსი პედაგოგი შეემატა
07-10-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლას 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში 5 წამყვანი და 5 უფროსი პედაგოგი შეემატა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისათვის სკოლას 22 უფროსი და 5 წამყვანი პედაგოგი ჰყავს.
წამყვანი მასწავლებლების სტატუსი მაია მოსეშვილმა, ნინო სიმონიშვილმა, ლეილა მაღრაძემ, ნათია იასაღშვილმა, ლელა წიკლაურმა მოიპოვეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“