გუმბათის საჯარო სკოლის იუბილესთან დაკავშირებით პროექტი - „საუბრები ოცი წლის შემდეგ“ ჩატარდა
07-10-2019

წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლა ოცი წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით სკოლაში  პროექტი - „საუბრები ოცი წლის შემდეგ“ ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ გუმბათში აჭარელი ეკომიგრანტები ჩამოსახლდნენ და ქართული სკოლა გახსნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით გუმბათის საჯარო სკოლაში პროექტი - „საუბრები ოცი წლის შემდეგ“ ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებმა ახალჩამოსახლებულების იმიტაცია გაკეთეს,  გაიხსენეს ის გზები და პრობლემები, რომლებიც გამოიარეს. გაიხსენეს პირველი მოსწავლეები და მასწავლებლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრებიც - სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები, როლებსაც გუმბათელები აჭარული კერძებით გაუმასპინძლდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203