გუბისწყლის საჯარო სკოლაში უცხოელმა ხელოვანებმა ინგლისური ენის კლუბი გახსნეს
07-10-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გუბისწყლის საჯარო სკოლაში უცხოელმა ხელოვანებმა ინგლისური ენის კლუბი გახსნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო ცხაკაიას ინიციატივით სკოლამ უმასპინძლა უცხოელ ხელოვანებს, რომლებიც ქალაქ წყალტუბოს, ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში სტუმრობენ და სხვადასხვა ვორქშოფებს ახორციელებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე სკოლაში ფუნქციონირებას ინგლისური ენის კლუბი იწყებს. კლუბი გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ყოველ პარასკევს საშუალებას მისცემს ინგლისურ ენაში საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები გაიუმჯობესონ.
„ჩვენმა სტუმრებმა მოსწავლეებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს ინგლისური ენის კლუბი და მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით ჩაატარეს მასტერკლასი ხელოვნების ისტორიის, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობებზე. მოსწავლეებმა და სტუმრებმა წარმოადგინეს როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნების, შვეიცარიისა და ესპანეთის კულტურა და ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები და აჩვენეს უძველესი არქიტექტურული ძეგლები. მოხდა გამოცდილებებისა და შეხედულებების გაზიარება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლის X კლასის მოსწავლემ ლუკა გოდერიძემ სტუმრებს საჩუქრად გადასცა საკუთარი ნახატი, რომელშიც ასახულია ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები, რითაც სტუმრების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები მაღალი აქტიურობითა და შემართებით ჩაერთნენ საინტერესო დისკუსიაში, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, კულტურათა დიალოგიც შედგა...რის შემდეგაც სტუმრებმა მოსწავლეებს სამახსოვროდ დაუტოვეს საკუთარი ხელით დაწერილი სურვილები. აღნიშნულმა საზოგადოებამ მხიარული მუხტის შენარჩუნებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით გადაინაცვლა სკოლის ღია სტადიონზე. ღონისძიებაში, თანაბრად ჩაერთნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და სტუმრები . შეჯიბრი დიდი ოვაციებით დასრულდა და მონაწილეები ბედნიერი ემოციებით აავსო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203