ვალის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
07-10-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასწავლებლებს პროფესიონალური დღე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს.
„ეს დღე ცოტაოდენ სევდიანიც იყო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის, რადგან მათ სამი შესანიშნავი, პროფესიონალი პედაგოგი-ქეთო კაკაჩევი, მარინა ჯაფარიძე და ჯულიეტა საანიშვილი საპენსიო დამსახურებულ ჯილდოზე გააცილეს. სკოლის დირექტორმა, ირა გიორგაძემ მასწავლებლების ღვაწლსა და პროფესიონალიზმზე ისაუბრა. სიტყვით სკოლის სხვა პედაგოგებიც გამოვიდნენ. სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ყვავილები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“