კვირიკეს N2 საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობაში გაიმარჯვეს
07-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, კვირიკეს N2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა კალათბურთში გამართულ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიადა ევროპის სპორტის კვირეულს მიეძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცათ. გარდა ამისა, სკოლის ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვდა.
საუკეთესო მოთამაშედ დასახელდნენ სკოლის მოსწავლეები, გოგონათა შორის ნატალია შაქარიშვილი. ხოლო, ბიჭებს შორის ლუკა შარაშიძე.
კვირიკეს N2 საჯარო სკოლა წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მასწავლებელს ვაჟა ინასარიძეს ზეიმით შეხვდა.
„სკოლა მადლობას უხდის ჩვენი სკოლის გუნდს და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“