ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
07-10-2019
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ირმა წაქაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, ირმა წაქაძე საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ყოველთვის ზრუნავს და თანამშრომლებს პროფესიულ წინსვლაში ხელს უწყობს.
„ის აკმაყოფილებს ყველა იმ თვისებას, რაც კარგ მენეჯერს უნდა ჰქონდეს. ჩვენ ყოველი სამუშაო დღე გვახარებს. ვულოცავთ ჩვენს გამორჩეულ დირექტორს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“,- აცხადებენ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის თანამშრომლები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“