დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 21-22 სექტემბერს ეკო-ბანაკი ჩატარდა.ბანაკი „საბუკოსა“ და „ჰაიდელბერგცემენტის“ „კარიერების ბიომრავალფეროვნებაზე“ ეკოლოგიურ გასვლით სამუშაოებსა და ლექციებს მოიცავდა.
მონაწილეებმა
- თავად გამოიკვლიეს და შეისწავლეს კარიერის ბიომრავალფეროვნება;
- გაიგეს მეტი კარიერების როლზე ეკოსისტემაში;
- ჩაატარეს ექსპერიმენტები ნიადაგსა და ეროზიის თემებზე;
ეკო ბანაკში მე-8, მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პასუხისმგებელი პირი სკოლიდან ნონა ტოკლიკიშვილი იყო.
„უკვე წლებია „საბუკოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ვმონაწილეობთ და ყოველთვის საინტერესოდ არის დაგეგმილი. მადლობა მათ ასეთი მრავალფეროვანი აქტივობებისათვის“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები