თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
07-10-2019
თელავის N5 საჯარო სკოლას ორი მენტორ მასწავლებელი, ორი წამყვანი მასწავლებელი და თოთხმეტი უფროსი მასწავლებელი ჰყავს.
მენტორ მასწავლებლები არიან დარეჯან მარგალიტაშვილი და მზია მაისურაძე. წამყვანი მასწავლებელბი- ზეინაბ კაკალაშვილი და ია კოკოშაშვილი.
„უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ ლელა ჩხუტიაშვილს და ლალი ჩაჩხიანს. 26 პედაგოგიდან სკოლაში გვყავს 2 მენტორი, 2 წამყვანი და 14 უფროსი მასწავლებელი. სკოლის დირექცია მათ ულოცავს კარიერულ და პირად წარმატებას“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს