წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყეს
07-10-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ახალი 2019-20 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყეს.
სასკოლო საზოგადოება სკოლის ეზოში შეიკრიბა. მათ წინაშე მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს და მასწავლებლები სიტყვით წარსდგნენ.
მოსწავლეებს მოწესრიგებული სკოლა დახვდათ. პირველკლასელებს საჩუქრად ბუკები გადაეცათ.
სწავლის პირველ დღეს, სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა ზურაბ მაისურაძის ხელმძღვანელობით, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი. მათ სკოლას წარმატებები უსურვეს.
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი სტუმრებს მადლობას უხდის ყურადღებისა და თანადგომისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“