თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე წასასვლელად საგანგებოდ ემზადებიან
12-05-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერების მიზნით, მე-4 კლასში მასწავლებელმა ციალა აფციაურმა ჩაატარა ღონისძიება „ვკითხულობთ არაკებს“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექციის წარმომადგენელები, პედაგოგები, მშობლები.

მოსწავლეებმა წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. ბავშვებმა საზოგადოებას გააცნეს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ზოგიერთი მათგანი როლებად წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილეს იმ მორალზე, რომელსაც თითოეული იგავი ითვალისწინებს. შემდგომ ზეპირად წაიკითხეს მისი ბრძნული გამონათქვამები.

აღნიშნული ღონისძიება იყო მზადება ექსკურსიისათვის ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...