თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „ბულინგის პრევენცია“ შეხვედრა გაიმართა
07-10-2019

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ხათუნა აბჟანდაძემ, თემაზე - ,,ბულინგის პრევენცია" შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობით იყო დატვირთული. მასში სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. გაიმართა დისკუსია, განიხილეს სიტუაციური ამოცანები და ნახეს ფილმი.

შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია Human Doc-ისა და ,,ფონდ სოხუმთან“ პარტნიორობით, III კლასში ჩატარდა.

„თერჯოლის N1 საჯარო სკოლა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას აქტიურად შეუდგა. წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა გველის. წარმატებები პროექტის ავტორს, ხათუნა მასწავლებელს, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საქმეში“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...