თბილისის N209 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
07-10-2019

თბილისის N209 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო და სპორტულ აქტივობებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლაში ამჯერად სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთში, ხელის გადაწევასა და სხვა სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობის მიზანი „ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი მომავალია”.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...