თბილისის N133 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
04-10-2019

თბილისის N133 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგებმა - ნინო ქვრივიშვილმა, მარინა გათაშვილმა და ლია მარდალეიშვილმა მოიპოვეს.

სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„სკოლა ულოცავს პედაგოგებს - ნინო ქვრივიშვილს, მარინა გათაშვილს და ლია მარდალეიშვილს წამყვანის სტატუსის მოპოვებას. კიდევ დიდი წარმატებები მათ მომავალშიც სკოლის წინსვლისა და განვითარებისთვის. გვიყვარხართ და გვეიმედებით“,- აღნიშნულია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...