თეთრიწყაროს N1 სკოლაში ჩატარებული შეჯიბრი მოსწავლეებში ფეხბურთისადმი ინტერესის გაღვივებას ისახავდა მიზნად
თეთრიწყაროს N1 სკოლაში გარე სპორტულ მოედანზე VI-VII-VIII კლასებს შორის შეჯიბრი მინი-ფეხბურთში ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფეხბურთისადმი ინტერესის გაღვივებას, მოტივაციის ამაღლებასა და სპორტის ამ სახეობაში ძლიერ მოსწავლეთა გამოვლენას.
შეჯიბრი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. გამარჯვებული გახდა მე-7 კლასის გუნდი. გუნდს გადაეცა გამარჯვების სიგელი.
იხილეთ ფოტოები