გუდრუხის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისთვის“ მზადება დაიწყო
04-10-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, გუდრუხის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისთვის“ მზადება დაწყებულია. 

სკოლაში, მოსწავლეთა მეტად ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტის Izrune.ge-ს პოსტერები გაიკრა.

საინფორმაციო პოსტერები სკოლამ თვალსაჩინო ადგილზე განათავსა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან. 

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...