თბილისის N48 საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ფეხბურთში, კალათბურთში, ძალოსნობაში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ჩატარდა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტებიც“.
„კვირეულის დღეები სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა. ეს დღე ჩვენთვის დიდი ტკივილია. ყველა სპორტული ღონისძიება ამ მოვლენას მიეძღვნა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები