ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში მეორე ადგილი დაიკავა
04-10-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდმა ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდებს შორის გამართულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მეორე ადგილი დაიკავა.
თამაში ხულოს მუნიციპალიტეტის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში, პროგრამის „ინტელექტუალურ-კულტურული პროექტების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩატარდა.
ინიციატორები იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი“ და ხულოს რესურსცენტრი.
შედეგები ასე გამოიყურება:
I ადგილი- დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდი II ადგილი- განახლების საჯარო სკოლის გუნდი III ადგილი- წმინდა ტბელ აბუსერიძის სკოლის გუნდი
გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებული გუნდები ფინალურ ეტაპზე ინტელექტუალური თამაშის -„რა? სად? როდის?“ აჭარის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203