შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ისტორიის წრე გაიხსნა
04-10-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ისტორიის წრე გაიხსნა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისტორიის წრეში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები არიან ჩართული.

მეცადინეობა კვირაში ორჯერ ტარდება. წრის ხელმძღვანელი კი სკოლის დირექტორი, ისტორიის მასწავლებელი არტუშ ურუმიანია.

წრე მოსწავლეების ისტორიით უფრო მეტად დაინტერესებასა და საგაკვეთილო პროცესში მათ დახმარებას ისახავს მიზნად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...