საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით დაიწყეს
04-10-2019
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა სიხარულით დაიწყეს.
სკოლის პედაგოგმა ანბანის სწავლებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეები ანბანის თითოეულ ასოს დიდი ინტერესით გაეცნენ, მცირე წარმოდგენებიც გაითამაშეს და სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი დღე მხიარული განწყობით გაატარეს.
„წარმატებები ჩემო პატარებო. დიდ მადლობას ვუხდი პედაგოგ, მაიკო რთველაძეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“