ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
04-10-2019
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს.

VI ბ კლასის მოსწავლეებმა სპეციალური ვიდეო გადაიღეს, სადაც ისინი სიტყვებსა და ლექსებს წარმოთქვამენ თუ რას ნიშნავს მათთვის მასწავლებელი. მათ სკოლის ეზოში, ბუშტებით ხელში, სამხსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

VI ბ კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძეა.

მოსწავლეებმა მასწავლებლებს მრავალი ბედნიერი წელი უსურვეს.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203