ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში ქიმიის წრე „სახალისო ქიმია“ შეიქმნა.წრის მიზნები:
- წრის მუშაობა ხელს შეუწყობს ქიმიური მოვლენების და კანონზომიერებების უკეთ აღქმას;
- მოსწავლე შეძლებს მარტივი ექსპერიმენტების დაგეგმვას, უსაფრთხოდ ჩატარებას და ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებას;
- წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, შეაყვარებს საგანს, გაუჩენს ინტერესს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის მიმართ;
- მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები;
- მოსწავლეებს განუვითარდებათ თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი;
- მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაცვის უნარი;
- წრის საქმიანობა დადებითად აისახება მათი სწავლის პროცესზე და სწავლის შედეგებზე.
წრის სამიზნე ჯგუფი VIII კლასის მოსწავლეები არიან.
შეხვედრები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, 14:00 სთ-ზე ჩატარდება.
წრის ხელმძღვანელია ქიმიის მასწავლებელი ანა შონია.
იხილეთ საწრეო მუშაობის ფოტოები და გეგმა