გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი „ცოდნის ზეიმით“ დაიწყო
04-10-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი „ცოდნის ზეიმით“ დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზეიმზე სკოლის ადმინისტრაციამ და მიწვეულმა სტუმრებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
„სკოლის კედლები ბავშვების ჟრიამულმა ისევ აახმაურა. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ: გაბრიელ კეზევაძე, ანასტასია ობოლაძე, ვერონიკა დადუნაშვილი, საბა ჭელიშვილი, ჯემალ ჭარხალაშვილი, მარიამ მაწკეპლაძე, ანა მეგენეიშვილი, გურამ სულამანიძე. წარმატებული მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. პირველკლასელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ბუქები გადაეცათ“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203