ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
04-10-2019
ყვარლის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ დღეს მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ქეთევან გელაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ყვარლის ფილიალს ესტუმრნენ და მოხუცები მოინახულეს.

„ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს ლექსებითა და სიმღერებით. ყველას სიხარული ედგა თვალებში, სითბო და პატივისცემა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

1-ელ ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...