სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცაში სიმბოლურად ფრანი გაუშვეს
04-10-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცაში სიმბოლურად ფრანი გაუშვეს.
მოსწავლეებმა ქართულ ენაში დარო ქართველიშვილის ლექსი „ფრანი“ ისწავლეს და აქტივობაც შესაბამისად დაგეგმეს.
„სკოლის მესამეკლასელებმა და დამრიგებელმა, ქეთევან ცაბაძემ, ერთ მზიან, მშვიდ და მშვენიერ დღეს მთელი სკოლა აახმაურეს და პოზიტიურად განაწყვეს. მოსწავლეებმა ქართულ ენაში ისწავლეს დარო ქართველიშვილის ლექსი „ფრანი“ და ფრანის წარმოშობის ისტორიას გაეცნენ. მასწავლებელმა მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო. პატარა ბარათებზე დააწერინა სურვილები და მერე ერთ დიდი წებოვან ლენტზე დააკრა. ეზოში გაშალეს ფრანი. მეთორმეტეკლასელები პატარებს ფრანის ანთებაში დაეხმარნენ. ეზოში დიდი ჟრიამული იდგა, სამწუხაროდ ფრანმა ვერ შეძლო ლენტის აზიდვა, მაგრამ მერე მზემ ისეთი სხივები ჩამოუშვა დედამიწაზე რომ ეს სურვილები სათითაოდ აიტაცა ცაში და ფრანს დააწია“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლის სიურპრიზმა ყველა მოსწავლე გააბედნიერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203