ახალციხის N4 საჯარო სკოლაში მათემატიკის წრე „საყმაწვილო მათემატიკა“ იმუშავებს.წრე სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი III, IV და V კლასების 8-10 მოსწავლეს გააერთიანებს.
წრის ხელმძღვანელი პრაქტიკოსი მასწავლებელი დიანა ლურსმანაშვილია.
წრის მუშაობის მიზანია:
- მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციის აღძვრა;
- ლოგიკური და სახალისო ამოცანების ამოხსნის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
- ლოგიკური აზროვნების, მსჯელობა-დასაბუთების უნარის განვითარება;
- ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა/გამოყენების უნარის განვითარება;
„წრე -„საყმაწვილო მათემატიკა“ ხელს შეუწყობს მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეების გაერთიანებას. ვინაიდან მათემატიკის სასწავლო კურსში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ისეთი ამოცანებისა და სავარჯიშოების შესწავლა, რომელთა ამოსახსნელად ტექნიკურ ჩვევებზე მეტად მოსწავლეს სჭირდება ლოგიკური აზროვნების, საკითხისადმი არასტანდარტული მიდგომის უნარი განვითარება. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას და მისცემს საშუალებას ეფექტიანი, ლაკონური აზროვნების უნარებ-ჩვევების გამომუშავებისათვის“,- ვკითხულობთ წრის პროგრამაში.
შეხვედრა ხუთშაბათობით, გაკვეთილების შემდეგ, 13:45სთ-ზე დაიწყება. მუშაობის ხანგრძლივობა 45 წთ იქნება.
იხილეთ საწრეო სამუშაო პროგრამა