ახალციხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
04-10-2019

ახალციხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სასიხარულო ამბავს ზეიმობენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამმა პედაგოგმა - მზია ეგიაშვილმა, მაკა ჯანაშვილმა და ნინო ნადირაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.

პედაგოგებს წამყვანი მასწავლებელის სტატუსი მიენიჭათ.

სკოლა მასწავლებლებს მორიგ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„გვიხარია და გვეამაყებით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...