დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
04-10-2019
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეების სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.

„სკოლაში კიდევ ერთხელ აწკრიალდა სკოლის ზარი. იყო საზეიმო განწყობა, ემოციები, სიხარული, მონატრება, ახალი გარემო ზოგიერთი ბავშვისთვის და სასიამოვნო შემოდგომის ელფერი. გილოცავთ კიდევ ერთხელ, ნაყოფიერი და უამრავი წარმატებებით დახუნძლული წელი ყოფილიყოს, წარმატებები ყველას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...