აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს
04-10-2019
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ახალ 2019-20 სასწავლო წელს მოსწავლეები და მასწავლებლები საზეიმო განწყობით შეხვდნენ.
სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო.
„განსაკუთრებულად ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგიურ კოლექტივს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს ეს წელი თითოეული მათგანისთვის წარმატებული წელი იყოს.