წყალტუბოს N3 საჯარო სკოლა კიდევ ერთ სასიხარულო და საამაყო ამბავს ზეიმობს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგებმა ნინო უგლავამ, მზექალა კოპალიანმა და ნანი ქაროსანიძემ სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოიპოვეს.
სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და ცხოვრების გზაზე კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.